ბაია პატარაია - „ადამიანის უფლებათა სახლზე“, სადაც არის „საფარის“ ოფისი თავდასხმა მოხდა

ორგანიზაცია „საფარის“ იურისტის, ბაია პატარაიას ინფორმაციით, „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები ადამიანის უფლებათა სახლს დაესხნენ თავს და „პიროტექნიკა შეყარეს“.

როგორც პატარაია აღნიშნავს, სახელმწიფო არ გვაქვს, „ქართული ოცნების“ მმართველობა კი უნდა დასრულდეს.

“ადამიანის უფლებათა სახლზე, სადაც ასევე არის საფარის ოფისი, მოხდა თავდასხმა. პიროტქნიკაც კი შეყარეს და ადამიანიც კი დაზიანდა. იცოდეთ მაინც დარბევის მასშტაბები.

ასე ხდება როცა კანონს არ იცავს პოლიცია და ხელისუფლება, ხოლო საპატრიარქო გავეშებულ ბრბოს მიუქსევს უფლებადამცველებს, ჟურნალისტებს და ფერადმაისურიან ბავშვებსა თუ ტურისტებს... სახელმწიფო არ გვაქვს!

„ქართული ოცნების“ მმართველობა უნდა დასრულდეს.

აბა, მიშა გინდა?! თუ არჩევანი მარტო მიშასა და ბიძინას შორის მაქვს დღეს, ისევ გაცხელებული ხინკალივით მეორედ ჩამოტარებულ მიშას ავირჩევ. და თქვენ სასოწარკვეთის რა ლეველზე ხართ?”,- წერს ბაია პატარაია.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა