დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტებისადმი განსაკუთრებით გამომჟღავნდა აგრესია

ძალიან სამწუხაროა, ჟურნალისტებისადმი განსაკუთრებით გამომჟღავნდა აგრესია - როგორ შეიძლება ეს მოგვწონდეს? როგორც თქვენ არ მოგწონთ, ისე არ მოგვწონს ჩვენ, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ “პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, ის ელოდა, რომ დღეს, საზოგადოების აგრესია იქნებოდა.

"ნამდვილად არ ველოდით, ძალიან სამწუხაროა, ჟურნალისტებისადმი განსაკუთრებით გამომჟღავნდა აგრესია, თუმცა, მინდა ვთქვა, რომ აგრესიას ველოდით, ამიტომ გადავწყვიტეთ პარაკლისზე მოგვეხმო ეს ხალხი, რომლებიც ჩამოსვლას აპირებდნენ“,-აღნიშნავს ჯაღმაიძე.

მისივე თქმით, ძალიან ცუდია ის ფაქტი, რომ „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები ჟურნალისტების მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილები: „ ძალიან ცუდია ეს. როგორც თქვენ არ მოგწონთ, ისე ჩვენ არ მოგვწონს. რა პასუხის გაგცეთ კიდევ ? როგორ შეიძლება ეს მოგვწონდეს ჩვენ?“,-აღნიშნავს ჯაღმაიძე.

ცნობისთვის, „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები მედიასაშუალებების ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თბილისში დღეს განვითარებული მოვლენებისას 16 მედიასაშუალების 47 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დაშავდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო