„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა” - მსგავსი მასშტაბის აგრესია განხორციელებული მედიის მიმართ მეტყველებს ხელისუფლების უუნარობაზე ან მათი წარმომადგენლების ლოიალობაზე ექსტრემისტულად განწყობილი მოძალადე ჯგუფების მიმართ

„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა” განცხადებას ავრცელებს, სადაც „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე საუბრობენ.

პლატფორმა მოუწოდებს ხელისუფლებას, აღადგინოს წესრიგი, დაიცვას უფლებების დაცვის გამომხატველი აქტივობები და უზრუნველყოს ყველას უსაფრთხოება, ამასთან, ოპერატიულად გამოიძიოს ძალადობრივი ფაქტები და განახორციელოს კანონის ფარგლებში პროპორციული რეაგირება.

“აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა გმობს ჰომოფობიური, ექსტრემისტული ჯგუფების მიერ მოქალაქეებზე განხორციელებულ როგორც ფიზიკური ძალადობის, ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებს.

სოლიდარობას ვუცხადებთ მედიას, რომელთა 40-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი ძალადობრივი მოქმედებების მსხვერპლნი გახდნენ. სავალალოა, რომ ძალადობა განხორციელდა ტრადიციების, თუ რელიგიური გრძნობების დაცვის საბაბით, ზოგიერთ შემთხვევაში სასულიერო პირების მონაწილეობით.

აქვე კატეგურიულად ვაცხადებთ, რომ მსგავსი მასშტაბის აგრესია განხორციელებული მედიის წარმომადგენლების მიმართ მეტყველებს, ან ხელისუფლების უუნარობაზე, ან მათი წარმომადგენლების ლოიალობაზე ექსტრემისტულად განწყობილი მოძალადე ჯგუფების წარმომადგენლების მიმართ.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და იმოქმედოს საქართველოს კანონების შესაბამისად. შევახსენებთ, რომ მათ მიერ გამოცხადებული მზაობა 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადთან დაკავშირებით საფრთხის ქვეშაა. დღეს განვითარებული მოვლენები გვაბრკოლებს და გვაშორებს ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველსოს ინტეგრაციის მიზანს, რაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის მტკიცედ გამოხატული სურვილია.

პრინციპულად მოვითხოვთ ხელისუფლებასაგან, რომ აღადგინოს წესრიგი, დაიცვას უფლებების დაცვის გამომხატველი აქტივობები და უზრუნველყოს ყველას უსაფრთხოება, ოპერატიულად გამოიძიოს ძალადობრივი ფაქტები და განახორციელოს კანონის ფარგლებში პროპორციული რეაგირება“,- აღნიშნავენ განცხადებაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა