მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კოვიდ 19-ის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ით დღემდე მსოფლიოში 184.9 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 169 მილიონს უახლოვდება.

ამასთან, მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 11.6 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 34.5 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს 30.6 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, საფრანგეთი და რუსეთი მოჰყვებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა