კონსტიტუციური კანონის პროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება

პარლამენტის 91 დეპუტატის ხელმოწერით ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტი ბიუროს 6 ივლისის სხდომაზე წარედგინება.

ბიურო ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების მიზნით, პროექტს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადასცემს. ამის შემდეგ პარლამენტი უახლოესი პლენარულ სხდომაზე, კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას მიიღებს.

კონსტიტუციურ კანონპროექტი პარლამენტში 29 ივნისს დარეგისტრირდა. პროექტს "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად, ხელს აწერენ: "მოქალაქეების", "გირჩის", "სტრატეგია აღმაშენებლის" და “ლელოს“ წარმომადგენლები.

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის კონსულტაციების შედეგად შეჯერებული პროექტის მიხედვით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 2%-ია. ასევე, დადგენილია მანდატების პროპორციული განაწილების წესი.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე პუნქტით, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხ წევრამდე ჩამოდის.

ამავე პროექტით, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუკი კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა ვერ მოხდება, საკმარისი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

პარლამენტი კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვას მისი გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ დაიწყებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო