საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ექვსი პირის მიმართ დაიწყეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ - ერთმა ბრალდებულმა, მუნიციპალიტეტის მერიის ორი თანამშრომლისა და სამი ცრუ მოწმის დახმარებით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში მდებარე ოთხი მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 5477 მ2. მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთების საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 52 678 ლარს.

გამოძიების დაწყებისთანავე, დაყადაღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 362-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა