პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომა გაიმართა

პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომაზე, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ უწყების მიერ 2020-2021 წლებში განხორციელებული გრიფით საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია წარადგინა.

„თავდაცვის უწყებასთან ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. ანგარიშვალდებულების მექანიზმები მოიცავს არა მხოლოდ მოსმენებს ნდობის ჯგუფის ფარგლებში, არამედ საკომიტეტო მოსმენებსაც და ასევე როგორც კომიტეტის, ისე ნდობის ჯგუფის წევრების გასვლით ვიზიტებს. ამ ზედამხედველობის ფარგლებში მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ თავდაცვის უწყება საქმიანობის ეფექტიანობით და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტით გამოირჩევა“, - განაცხადა სხდომის შემდეგ ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.

თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომ თავდაცვის უწყება აქტიურად თანამშრომლობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან და მომავალშიც აპირებენ კოორდინირებული და ეფექტიანი მუშაობის გაგრძელებას.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა