გივი მიქანაძე 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე - თუ გადაცდომები ან მდგომარეობა გამოიკვეთება, როცა პოლიციამ არ იმოქმედა და უნდა ემოქმედა, ამას სამართლდამცავი ორგანოები შეისწავლის

თუ გამოიკვეთება კონკრეტული გადაცდომები ან მდგომარეობა, როცა პოლიციამ არ იმოქმედა და უნდა ემოქმედა, ამ საკითხებს სამართლდამცავი ორგანოები შეისწავლის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის დროსაც 50-მდე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა.

მისი თქმით, პოლიციამ გააკეთა მაქსიმუმი, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დაცული ყოფილიყო.

„პოლიციის ძალები იყო მაქსიმალურად მობილიზებული, თითოეული ფაქტის შესწავლა მოხდება სიღმისეულად და თუ იქ მოხდა გადაცდომა, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა დადგება. ის ფაქტი, რომ ასეთი ძალადობრივი ქმედება მოხდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ღონისძიება დაგეგმილი იყო საღამოს საათებში, თუმცა, იქ დილიდან პოლიციის გარკვეული ძალები იყო მობილიზებული შესაბამის ლოკაციებზე, როცა ხალხმა დაიწყო მობილიზება, თუმცა, ეს ლოკაციები ძალიან გაიშალა სხვადასხვა წერტილში და შესაბამისად, გართულდა ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე", - განაცხადა მიქანაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო