პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო. კომიტეტი დღეში ორ კანდიდატს გაესაუბრება. ამ ეტაპზე კი შეკითხვებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გოჩა აბუსერიძე პასუხობს.

სხდომაზე კანდიდატებს ანბანური თანმიმდევრობით მოუსმენენ. გოჩა აბუსერიძის შემდეგ გასაუბრების პროცესი 16:00 საათზე გიორგი გოგიაშვილთან დაიწყება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, გასაუბრების პროცესში ყველა ოპოზიციურ ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფს და უფრაქციო დეპუტატებს მიეცემათ დრო კითხვების დასმისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მათმა უმრავლესობამ უარი განაცხადა პროცესში მონაწილეობაზე.

გასაუბრების პროცესში კითხვების დასმის შესაძლებლობა, ასევე ექნებათ არასაპარლამენტო სუბიექტებსაც.

გასაუბრების პროცესს ესწრებიან უმრავლესობის დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციის, ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული სამსახურისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები. პროცესს, ასევე მონიტორინგს უწევს ეუთო/ოდირი.

რაც შეეხება ოპოზიციას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას ესწრებიან პარტიები: „მოქალაქეები“, „სოციალ-დემოკრატები“ და „საქართველოსთვის“. საპარლამენტო სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა პროცესში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარი თქვეს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 9 კანდიდატი წარუდგინა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი არიან: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო