სავაჭრო პალატა რეგიონულ ბიზსნესთან შეხვედრებს აგრძელებს

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ნინო ვიბლიანი ზუგდიდში, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათი გამოწვევები მოისმინეს. ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრისას, პალატის პრეზიდენტმა რეგიონებში მოქმედ მეწარმეებს დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის პალატის გეგმები და ხედვა გააცნო.

მათი ინფორმაციით, სოფლის განვითარების სააგენტოს, „აწარმოე საქართველოში“ და „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ წარმომადგენლებმა მეწარმეებს გააცნეს მიმდინარე და დაგეგმილი ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები.

„ბიზნესთან უშუალო კომუნიკაცია და გამოწვევების გამოვლენა, სახელწიფო სერვისებზე, ადგილობრივი და საერთაშორისო გრანტებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა - ეს ის მთავარი საკითხები იყო, რის გარშემო ღია დიალოგის ფორმატში იმსჯელეს.

ასევე, მიმოიხილეს დაგეგმილი და მიმდინარე ინიციატივები. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე დეტალური ინფორმაცია მიეღოთ. მცირე და საშუალო მეწარმეების გამოწვევებს სავაჭრო პალატა ყველა რეგიონში გაეცნობა.

ადგილობრივ ბიზნეს წრეებთან შეხვედრის მიზანია პრიორიტეტების გამოკვეთა, რათა მოხდეს კონკრეტული საკითხების შესაბამის უწყებებამდე დროული მიტანა. ასევე, რეგიონული ბიზნესის განვითრების და სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა“,-აღნიშნულია საქართველოს სავაჭრო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა