თეა წულუკიანი - არამხოლოდ გუშინ, არამედ აქციის დღემდეც პოლიცია მოქმედებდა იმ ფარგლებში, რაც მათ შეეძლოთ

არამხოლოდ გუშინ, არამედ აქციის დღემდეც პოლიცია მოქმედებდა იმ ფარგლებში რაც მათ შეეძლოთ, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მინისტრის განმარტებით, საქართველოში არ არსებობს ადამიანი, არამც თუ რომელიმე მინისტრი, არამედ ადამიანი, ვინც ძალადობას არ ემიჯნება.

„ჩვენ გუშინ გარკვეული მოვლენები ვიხილეთ. მალე გამოჯანმრთელება მინდა ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც დაშავდა. აქვე მინდა ვთქვა, რომ პოლიცია მოქმედებდა არამხოლოდ გუშინ, არამედ აქციის დღემდეც, იმ ფარგლებში რაც მათ შეეძლოთ. მათი მხრიდან ძალიან ბევრი კომუნიკაცია იყო ყველასთან. ყველამ საკუთარ თავს რამდენიმე რამ უნდა შევახსენოთ, მაგალითად ის, რომ ადამიანის უფლებების სამართალში რამდენიმე წიგნს მაინც გავეცნოთ, ამას თუ რას ვგულისხმობ ჩემი, როგორც ადამიანის უფლებების სასამართლოს ყოფილი თანამშრომლის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის მიერ ნებისმიერი გადაცემის პირობებში შეიძლება გაიშალოს. ეს ერთი, მეორე ყველამ ჩვენს თავს შევახსენოთ, რომ ყველაფერზე მაღლა სამშობლო დგას. ეს სამშობლო უამრავი გამოწვევის წინაშეა, მათ შორის ოკუპაციის წინაშე და ყველამ ყველა ღონე უნდა მივმართოთ იმისთვის, რომ ეს ძლივს შეკოწიწებული ახლად შექმნილი ქართული სახელმწიფო დავიცვათ და როგორმე გავუფრთხილდეთ ერთმანეთის უფლებებს ისე, რომ ამით ჩვენი სახელმწიფოებრიობა და სამოქალაქო მშვიდობა ქვეყნის შიგნით არ დავაზიანოთ. ის, რომ სამშობლო დგას ყველაზე მაღლა, ეს იყო ამ მიწაზე ყოველთვის ასე, ახლაც ასეა და იმედია, მომავალშიც ასე იქნება“, - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ რომ, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა, სადაც იმყოფებოდნენ სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი. აქციის მიმდინარეობისას არაერთი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ფიზიკურად უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს.

იხილეთ ვიდეო: საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ, რომ ყველაფერზე მაღლა დგას სამშობლო და სამშობლო უამრავი გამოწვევის წინაშე დგას

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა