რატი იონათამიშვილის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში არმონაწილეობა უპასუხისმგებლო საქციელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში არმონაწილეობა უპასუხისმგებლო საქციელია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი სრულიად გამჭვირვალეა და მას საზოგადოების მიმართ ნდობა ექნება.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი არის მაქსიმალურად გამჭვირვალე, ღია და საინტერესო პროცესი, რომელსაც საზოგადოება თვალს ადევნებს. ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ საზოგადოება პირადად იცნობს კანდიდატებს და შეუძლია, ჰქონდეს აზრი ამა თუ იმ კანდიდატის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, ამიტომ, ამ პროცესში მონაწილეობის არმიღება და უარის თქმა, ვფიქრობ, უპასუხისმგებლობაა. ჩემი ინტერესის საგანს თითოეული კანდიდატის მიმართ, გარდა სამართლებრივი საკითხებისა, წარმოადგენს ის, თუ რამდენად მაღალია ის სტანდარტი, რაც ადამაინის უფლებებს უკავშირდება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები სასამართლოს მიმართ ყოველთვის გამოირჩეოდნენ მტრული დამოკიდებულებით.

„ეს პროცესი არის იმდენად გამჭვირვალე და ინკლუზიური, რომ მას საზოგადოება, რომელიც ინტერესით ადევნებს თვალს, ნამდვილად იქნება ობიექტური შემფასებელი და ექნება მაღალი ნდობა, ხოლო იმ ორგანიზაციებს, რომელთა ინტერესიც არის სასამართლოს მორჩილება და არა დამოუკიდებლობა, ცხადია, ამ მხრივ, მათთვის ნაკლებად საინტერესოა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები, რომლებიც სასამართლოს მიმართ ყოველთვის გამოირჩეოდნენ მტრული დამოკიდებულებით“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გასაუბრების პროცესი დღეს დაიწყო. კომიტეტი დღეში ორ კანდიდატს გაესაუბრება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო