გიორგი ვაშაძე, მედიაზე თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გასაცემად, რიგგარეშე სესიაზე  პრემიერის და შს მინისტრის მისვლას ითხოვს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტის თამჯდომარეს, კახა კუჭავას მიმართავს წინადადებით, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე „პრაიდის“ მოწინააღმდეგეების მხრიდან მედიის წამომადგენლებზე თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გასაცემად პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი მიიწვიონ.

როგორც ვაშაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ასეთი ძალადობრივი ფაქტის შემდეგ წარმოუდგენელია, რომ არ გადადგეს როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე სრულად მთავრობა.

„შავი ლაქა ჩავწერეთ საქართველოს ისტორიაში. 2024 წელს ევროკავშირში შესვლა რომ გვინდა, ასე შევალთ ევროკავშირში, ამით დავუახლოვდებით დასავლეთს?! მაქვს შემოთავაზება და თხოვნა, რომ თუ თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ეს იყო უმძიმესი ძალადობრივი აქტი, უნდა მოვიდეს შინაგან საქმეთა მინისტრი და გაგვცეს პასუხი, რატომ ვერ დაიცვეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე. რატომ მოხდა ის, რომ პოლონელი ტურისტი, რომელიც დავით გარეჯის გადასაღებადაა ჩამოსული, დღეს საავადმყოფოში წევს დაჭრილი. ამაზე პასუხი უნდა მოვთხოვოთ, როდესაც მთავრობის წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებას, თქვენ ეთანხმებით, რომ მაქსიმუმი გაკეთდა გუშინ? ფიქრობთ, რომ პოლიციამ მაქსიმუმი გააკეთა? ათასობით პოლიციელი გვინახავს, როდესაც ოპოზიციის შეკრებაა. სად იყო ეს სპეცრაზმები და საპოლიციო ძალები? სამწუხაროდ, როგორც უმრავლესობის ლიდერების, პარტიის თავმჯდომარის და სხვების განცხადებები იყო წამქეზებელი. ეს იყო პირდაპირ წაქეზება. განცხადება კეთდებოდა და ძალადობა მძაფრდებოდა ქუჩაში. ამიტომ პარლამენტს უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი.

გავაკეთოთ საგანგებო სესია, მოვიდეს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასევე ძალიან ცუდი განცხადება გააკეთა დილით, რასაც მოჰყვა აღვირახსნილი ძალადობა ქუჩაში. მოვიდეს შინაგან საქმეთა მინისტრი და აგვიხსნას, რატომ არ იყო საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე დაცული“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის განცხადებას უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ „აუცილებელია, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი“.

„პარლამენტი არის ადგილი, სადაც კითხვები ისმება და კითხვებზე ველოდებით პასუხებს. როდესაც კითხვები გაჩნდება, ნებისმიერ ჯგუფს აქვს უფლება, მოიწვიოს ნებისმიერი მინისტრი. შესაბამისი კომიტეტიდან ეს პროცესი თუ დაიწყება, მოხდება ამაზე მსჯელობა“,- განაცხადა კუჭავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს