ბადრი ჯაფარიძე - ლანა გალდავა გუშინ პარლამენტში მოემართებოდა ფეხით რუსთაველიდან, მას აეკიდა ბრბო, რომელიც მთელი გზის განმავლობაში აყენებდა შეურაცხყოფას, ლანძღავდა და ამცირებდა

„ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე თანაპარტიელის, ლანა გალდავას მიმართ გუშინ, „პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფაზე ისაუბრა და პარლამენტის თავმჯდომარეს ამ საკითხის გამოძიებაში პირადი ჩართულობა სთხოვა.

„ლანა გალდავა გუშინ პარლამენტში მოემართებოდა ფეხით რუსთაველიდან. მას აეკიდა ბრბო, რომელიც მთელი გზის განმავლობაში აყენებდა შეურაცხყოფას, ლანძღავდა და ამცირებდა“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფრიძეს კახა კუჭავამ უპასუხა და აღნიშნა, რომ ფაქტის გამოძიების პროცესით პირადად დაინტერესდება.

„პირველად გავიგე, მადლობა ცნობისთვის. ლანას ძალიან კარგად ვიცნობ, სტუდენტობის მეგობარია. ამიტომ აუცილებლად პირადად ჩავერთვები ამ საკითხში. პირადად დავინტერესდები“,- განაცხადა კუჭავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა