ბადრი ჯაფარიძის და ხათუნა სამნიძის განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციებში კვოტების განაწილების პროცესში ოპოზიციური ფრაქციების იგნორირება ხდება

ფრაქციების “ლელო - პარტნიორობა საქართველოსა“ და “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციებში კვოტების განაწილების პროცესში ოპოზიციური ფრაქციების იგნორირებას აქვს ადგილი.

როგორც აღნიშნული ფრაქციების თავმჯდომარეებმა ბადრი ჯაფარიძემ და ხათუნა სამნიძემ ბიუროს სხდომაზე განმარტეს, დელეგაციებში კვოტები იმდაგვარად ნაწილდება, თითქოს საპარლამენტო ფრაქცია და ორწევრიანი პოლიტიკური ჯგუფი ერთი და იგივეა. მათ კვოტების დამტკიცების გადადება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციების გამართვა მოითხოვეს.

“როდესაც პარლამენტში 2-წევრიანი პოლიტიკური ჯგუფების შექნაზე გადაწყვეტილებას ვიღებდით, კარგად ვიცოდეთ, რომ ეს სრულფასოვანი ფრაქცია არ იყო. კვოტების განაწილება იმდაგვარია, რომ გათვალისწინებულია ორ და ოთხწევრიანი ჯგუფები, რომელთაც ფრაქცია არ ჰქვია, ხოლო პარლამენტში ფრაქციები არსებობს და კვოტირების დროს ამის იგნორირება ხდება. კვოტები ისე ნაწილდება, თითქოს საპარლამენტო ფრაქცია და ორწევრიანი ჯგუფი არის ერთი და იგივე“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა