თამარ გაბუნია - ძალიან სახიფათოა პირბადის გარეშე ნებისმიერი აქტივობა - პირბადის გამოყენებაზე უარს ვერ ვიტყვით

ძალიან სახიფათოა პირბადის გარეშე ამ პირობებში ისევ მუშაობა, გართობა და ნებისმიერი აქტივობა - პირბადის გამოყენებაზე უარს ვერ ვიტყვით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

გაბუნიას თქმით, არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება და სწრაფი ვაქცინაციაა.

„პირბადის გამოყენება არის ინდივიდუალური დაცვის საშუალება და ინდივიდუალურ დონეზე ყველაზე მეტი პასუხისგებლობა თავად უნდა ავიღოთ პირბადის გამოყენებაზე. ძალიან სახიფათოა პირბადის გარეშე ამ პირობებში ისევ მუშაობა, გართობა და ნებისმიერი აქტივობა. ძალიან საყურადღებოა და ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ პირბადის გამოყენებაზე უარს ვერ ვიტყვით. გამოსავალი აქაც არის სწრაფი და ფართო ვაქცინაცია, კარგია, რომ დოზები გვაქვს. ამიტომ, თუ გვინდა, გამოვიდეთ ამ კრიტიკული ვითარებიდან და რისკების გადაცემა მინიმუმამდე შემცირდეს, ეს იქნება ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება და სწრაფი ვაქცინაცია, რომელიც დღეს ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი კრიტიკული გადაწყვეტაა“,- განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა