"თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ პაატა გურჩიანს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

„მრგვალ ბაღთან "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ პაატა გურჩიანს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა დაკავებული პირის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება მოცემულობიდან - დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე მოითხოვა. თავად დაკავებული გურჩიანი საპატრულო პოლიციის მიერ გაჟღერებულ გარემოებებს დაეთანხმა და აღნიშნა, რომ "ლანძღვა-გინებას ეთანხმებოდა".

ცნობისთვის, გუშინ, აქციის მონაწილეები არასრულწლოვანს გაეკიდნენ, რა დროსაც მოქალაქეებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. სწორედ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილეობდა პაატა გურჩიანი.

გურჩიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც საზოგადოებრივ ადგილზე ლანძღვას, გინებას, მოქალაქეების შეურაცხყოფას, ასევე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს