ამირან გამყრელიძე - დღეს აცრისთვის „სინოფარმზე“ 4 556 ადამიანი დარეგისტრირდა, „სინოვაკზე“ - 1196, ხოლო „ასტრაზენეკაზე“ 204

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის აცრის მსურველი 27 ათასზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული და ჩაწერის დინამიკა იმატებს.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს აცრისთვის „სინოფარმზე“ 4 556 ადამიანი დარეგისტრირდა, „სინოვაკზე“- 1196, ხოლო „ასტრაზენეკაზე“ 204.

„პორტალი კვირას შუადღიდან აღდგა და 27 ათასზე ოდნავ მეტმა ადამიანმა გაირა რეგისტრაცია. გუშინ აიცრა 2 ათასი ადამიანი „სინოფარმით“. ამ მომენტისთვის 25 ათასი ადამიანია ჩაწერილი „სინოფარმზე“. რეგისტრაცია გახსნილია 19 ივლისამდე. საკმაოდ ბევრი ადგილია „ბუკინგზე“.

გავხსენით დაახლოებით 100 ათასი ადგილი „სინოფარმზე“ რეგისტრაციისთვის. აქტივობა ჯერჯერობით არ არის. თუმცა ორი დღისთვის ჩაწერა არ არის ცუდი. ჩაწერის დინამიკა თანდათანობით იმატებს. ჩაწერის გარდა, გუშინ ე.წ. ვირტუალური კაბინეტებით და პირდაპირი რიგით დაახლოებით 300-დან 400-მდე ადამიანი აიცრა.

რეგისტრაციის დღევანდელი მაჩვენებელი არის დაახლოებით 4 556, რაც „ბუკინზეა“, აქედან 3156 არის „სინოფარმზე“, „სინოვაკზე“ - 1196, „ასტრაზენეკაზე“ -204. დღეს კიდევ მოიმატებს ეს მაჩვენებელი. იმედი გვაქვს, ამ კვირის განმავლობაში იქნება ზრდის დინამიკა. ეს არ გვაკმაყოფილებს, ცოტაა იმასთან შედარებით, რაც გვინდა და საჭიროა კუმულაციიური იმუნიტეტისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს