„პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე ერთ-ერთ დაკავებულს 2 300-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა

მრგვალ ბაღთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულ აკაკი ნაკაშიძეს 2 300-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ მიიღო და აღნიშნულით მან შსს-ს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე განმარტა, აკაკი ნაკაშიძე მოქალაქეების მისამართით იგინებოდა, პოლიციელის მოწოდების მიუხედავად, ის არ გაჩერდა და მან პოლიციელების მისამართითაც გააგრძელა გინება. სამინისტროს წარმომადგენელი ნაკაშიძის მიმართ 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

ამასთან, უწყების წარმომადგენელი აცხადებდა, რომ დაკავებული შესაძლებელია, სხვა ეპიზოდებშიც ფიგურირებდეს, რის გამოც, ის ადმინისტრაციულ პატიმრობაში უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება თავად დაკავებულს, მან აღიარა, რომ იგინებოდა, თუმცა, აღნიშნა, რომ "9 აპრილის მემორიალთან გარყვნილებას ვერ დაუშვებდა".

"პატრიარქმა მოგვიწოდა და ვიდექი იქ, ემოციაში ვიყავი და შევიგინე, ბოდიშს ვიხდი, ჩემ თანამოაზრეებთან ერთად ვიყავი. ვიგინებოდი, მომიწოდებდნენ და არ ვჩერდებოდი. ასეთი „პრაიდი“ თუ ჩატარდა, როგორც ქართველი კაცი იქ დავდგები, მაგრამ ვინანიებ და ბოდიშსაც ვიხდი",- განაცხადა ნაკაშიძემ.

ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც საზოგადოებრივ ადგილზე ლანძღვას, გინებას, მოქალაქეების შეურაცხყოფას, ასევე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა