ნათია თურნავა - ტურიზმის განვითარების კომპლექსური სტრატეგია მზადდება

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების 10-წლიანი სამთავრობო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დეტალურად ისაუბრა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, მზადდება ტურიზმის განვითარების კომპლექსური სტრატეგია, რომელიც ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შექმნას ითვალისწინებს.

„მიუხედავად იმ დიდი დარტყმისა, რაც პანდემიამ ტურიზმს მიაყენა, თქვენ ხედავთ, რომ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, ტურიზმის აღდგენის კარგი მაჩვენებლები გვაქვს და ჩვენი სამიზნე მაჩვენებელებია - 2025 წელს სულ მცირე 4,240,000,000 დოლარზე მეტი შემოსავალი შემოვიდეს ტურიზმიდან. 2019 წელს ეს მაჩვენებელი იყო 3,268,654, 058 დოლარი და ეს იყო რეკორდული წელი. ხოლო 2030 წელს ვფიქრობთ, ეს რეკორდული მაჩვენებელი გავაორმაგოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება ტურისტების რაოდენობას, ეკონომიკის მინისტრის პროგნოზით, 2025 წელს საქართველო უმასპინძლებს 10 მლნ საერთაშორისო ვიზიტორს, ხოლო 2030 წლისთვის კი საქართველოს სულ მცირე 13-14 მლნ ტურისტი ესტუმრება. როგორც ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა, ეს ნიშნავს რეგიონულ განვითარებას, რადგან ტურისტული ობიექტების უმრავლესობა სწორედ რეგიონებში განვითარდება.

რაც შეეხება ტურიზმის განვითარების კომპლექსურ სტრატეგიას, რომელზეც უწყება მუშაობს, მინისტრის განცხადებით, სტრატეგია შედგება რამდენიმე მიმართულებისგან, მათ შორისაა მსხვილი ტურისტული პროექტები. მათი კონცეფცია ორიენტირებული იქნება ისეთი ტურისტული პროექტების განხორციელებაზე, სადაც საქართველოს აქვს მსოფლიოში უნიკალური უპირატესობა.

ტურიზმის სტრატეგიის მეორე, ტრადიციული მიმართულება საქართველოს კურორტების განვითარებაა. ნათია თურნავას თქმით, აქ საუბარია არამხოლოდ მსხვილ, ცნობილ კურორტებზე, სადაც უამრავი რამ კეთდება და დაგეგმილია უახლოეს პერიოდში, არამედ შედარებით მივიწყებულ კურორტებზე, რომლებიც თავის დროზე საკმაოდ მოთხოვნადი იყო და ახლა საჭიროა მათი პოტენციალის რეალიზება.

მესამე მნიშვნელოვან მიმართულებად ნათია თურნავა „მცირე სასახლეებს“ ასახელებს.

„როდესაც ამაზე დავიწყეთ მუშაობა, აღმოჩნდა, რომ პრაქტიკულად, ყველა მუნიციპალიტეტში არის ასეთი საინტერესო ობიექტი და პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩვენ მოვთხოვეთ ჩვენს მუნიციპალიტეტებს, გუბერნატორებს, თვითმმართველობებს, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ ტერიტორიაზე არსებულ მსგავს ღირშესანიშნაობებზე. ეს იქნება ჩვენი შემდგომი მუშაობის საგანი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა