სამინისტრო - თელავის ისტორიულ ბორცვებს შორის ტურისტული სივრცეების განვითარებაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თელავის ისტორიულ ბორცვებს შორის ტურისტული მარშრუტებისა და საზოგადოებრივ-რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი სავარაუდო ღირებულება 6 მილიონი ლარია.

„თელავის ურბანული განახლების პროექტის მიხედვით, იგეგმება თელავში "ისტორიული 7 ბორცვის" ტურისტული მარშრუტის განვითარება. საპროექტო არეალი მდებარეობს თელავში, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ქალაქია, შუა საუკუნეების ქუჩის ქსელით, ისტორიული ურბანული განვითარებით და უნიკალური ლანდშაფტით.

თელავი, რომელიც მდებარეობს მდინარე ალაზნის აუზში და განფენილია ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთასა და ბორცვებზე. ქალაქის სხვადასხვა უბნების მდებარეობით ზღვის დონიდან 500-800 მეტრის ფარგლებში მერყეობს. ბორცვებზე, რომლებიც აღმოსავლეთ-დასავლეთის გრძივ ღერძზეა განაწილებული, ქალაქის ისტორიის სხვადასხვა პერიოდში აგებული ციხე-გალავნებია განლაგებული. ქალაქის ამ შემაღლებული ადგილებიდან, ძირითადად XIX საუკუნეში განვითარებული საცხოვრებელი უბნებიდან, ალაზნის ველისა და კავკასიონის შორი ხედები იშლება. თელავის ისტორიული უბნები - ზუზუმბოს გორა, ძველი გალავანი, ღვთაების ბორცვი, ბატონის ციხე და ფიქრის გორა ნადიკვრის პარკის ტერიტორიით ერთმანეთისგან მცირე ხევებითაა გამოყოფილი.

ვიზიტორთა ინტენსიური ზრდის მიუხედავად, დღეს ქალაქის ამ ნაწილში არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. პროექტის მიხედვით კი, ზუზუმბოს გორაზე მოეწყობა პარკინგი და ბილიკი, ზუზუმბოს და დაბახნევის ბორცვების დამაკავშირებელი ხიდი და ხიდამდე მისასვლელი გზა, ასევე ბილიკი მოეწყობა დაბახნევის ბორცვზე და გიგოს გორაზე, რეაბილიტირდება ერეკლე მეორის ქუჩა, ელენე ახვლედიანის სამხატვრო სკოლა, ცენტრალური ქუჩა და ვაჟა-ფშაველას თეატრის სარდაფი.

პროექტის დასრულების შედეგად, თელავს კიდევ ერთი ინფრასტრუქტურულად განვითარებული მიმართულება ექნება, რაც მას ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალაქის ვიზიტორებისთვის დამატებითი მიზიდულობის ცენტრად აქცევს“, - აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტენდერთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე: http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=4409

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე