აკაკი ბობოხიძე - გუშინ რუსეთის მარლთმადიდებლური ეკლესიის ქართულმა ფილიალმა, პრაქტიკულად, დაიპყრო და დაარბია თბილისი

გუშინ რუსეთის მარლთმადიდებლური ეკლესიის ქართულმა ფილიალმა, პრაქტიკულად, დაიპყრო და დაარბია თბილისი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რითაც თბილისში 5 ივნისს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ბობოხიძის შეფასებით, ამ მოვლენებში უმცირესობის თემა „არაფერ შუაში იყო, ეს იყო საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციისათვის ბრძოლა“.

მისივე განცხადებით, გუშინ ბრბომ იერიში მიიტანა ოპოზიციურ პარტიებზე, კრიტიკულ მედიასაშუალებებზე და რაც მთავარია, ევროკავშირის დროშაზე.

„მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოსახლეობა კარგად დაინახავს, რომ არაფერ შუაში იყო რომელიმე უმცირესობის თემა, აქ ბრძოლა მიდის საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის წინააღმდეგ. ეს იყო ბრბო, რომელმაც პირველ რიგში, იერიში მიიტანა ხელისუფლებასთან კონფლიქტში მყოფ პოლიტიკურ პარტიებზე, ხელისუფლების ოპონენტ მედიასაშუალებებზე და რაც ყველაზე უფრო მნიშნელოვანი და მთავარია, ევროკავშირის დროშაზე. ეს არის საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციისათვის ბრძოლა და გუშინ, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქართულმა ფილიალმა დაიპყრო თბილისი“, - განაცხადა ბობოხიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს