ალუდა ღუდუშაური - სოლიდარობა რაც უნდა გამოხატოს საჯარო პირმა და პოლიტიკოსმა, გამოვხატე, მაგრამ პროცესები პარლამენტში არ გვაძლევს საშუალებას, რომ ფუფუნება გვქონდეს, აქცია-აქცია ვიაროთ

სოლიდარობა, რაც უნდა გამოხატოს საჯარო პირმა და პოლიტიკოსმა, გამოვხატე, მაგრამ პროცესები პარლამენტში არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ფუფუნება გვქონდეს, აქცია-აქცია ვიაროთ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც მედიის წარმომადგენელთა მიერ დღეს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა, სადაც მედიის წარმომადგენლები მათ წინააღმდეგ გუშინ განხორციელებულ ძალადობას გააპროტესტებენ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ძალადობრივმა ჯგუფებმა შესაძლოა, პარალელურ რეჟიმში კონტრაქცია გამართონ, ღუდუშაური აღნიშნავს, რომ კონტრაქციების ჩატარება სწორი არ ჰგონია.

"ჩვენი პოზიციაა რასაც საჯაროდ ვაფიქსირებთ. მკაფიოდ გიცხადებთ სოლიდარობას, მხარდაჭერას. გუშინდელი მოქმედებები იყო სამარცხვინო და ამას სჭირდება მკაცრი რეაგირება. დაველოდოთ შს სამინისტროს მოქმედებს და ამის შემდეგ თუ დარჩება კითხვის ნიშანი ბუნებრივია, უწყება გასცემს კითხვებს პასუხს", - განაცხადა ღუდუშაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო