ალუდა ღუდუშაური - მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე გაუგებარი მიზეზების გამო, ცარიელი არგუმენტებით უარის თქმა და მისთვის ჩრდილის მიყენების მცდელობა დამაზიანებელია თვითონ ოპოზიციისთვის

მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე გაუგებარი მიზეზების გამო, ცარიელი არგუმენტებით უარის თქმა და მისთვის ჩრდილის მიყენების მცდელობა დამაზიანებელია თვითონ ოპოზიციისთვის , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განუცხადა.

მისი თქმით, ეს ასევე აზიანებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც უარი თქვეს პროცესში მონაწილეობაზე.

"მე ვისურვებდი, უარი მათი მხრიდან ყოფილიყო დასაბუთებული, მაგრამ ვერც ჩვენ და ვერც საზოგადოებამ ვერ მიიღო პასუხი იმაზე, თუ რატომ თქვეს უარი მეტად მნიშვნელოვან ფუნქციაზე, რაც არის უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების გამწესება. ეს არის მათი პირდაპირი მოვალეობა, რომ ჩაერთონ ამ პროცესში. ამაზე უარის თქმა არ არის გამართლებული. როგორც ჩანს, მათთვის პოლიტიკური დღის წესრიგი უფრო მნიშვნელოვანია", - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისათვის, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. კომიტეტის სხდომაზე დღეს გოჩა აბუსერიძეს და გიორგი გოგიაშვილს უსმენენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს