უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი - მოსამართლედ იმუშაო ამდენი წელი და განაწყენებული მხარე არ დაგიგროვდეს, შეუძლებელია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის გიორგი გოგიაშვილის განცხადებით, დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე „ადამიანურობის თვალსაზრისით იმ მომენტში არ ჩათვალა საჭიროდ, რომ განსხვავებული აზრი დაეწერა“. ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მოსმენა მიმდინარეობს.

დეპუტატმა ლევან იოსელიანმა მოსამართლეობის კანდიდატს ერთ-ერთი შეკითხვა სწორედ ჩაბუქის საქმეზე დაუსვა და განუმარტა, რომ ემრე ჩაბუქს უარი უთხრა საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ხელიდან ჩაბუქის ექსტრადიცია განხორციელდა.

„თვლით თუ არა, რომ სჯობდა განსხვავებული აზრი დაგეწერათ ამ საქმეზე? გულწრფელად მიპასუხეთ, იმიტომ რომ ეს არის ის საკითხი, რომელზეც საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები აბსოლუტურად ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგოა. ამ შემთხვევაში, დავაფასებდი თქვენს გულწრფელ პასუხს. ვფიქრობ, რომ მოსამართლეს უნდა შეეძლოს შეცდომის აღიარებაც, მათ შორის“, - მიმართა დეპუტატმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს.

როგორც გიორგი გოგიაშვილმა განმარტა, იმ შემთხვევაში განსხვავებული აზრი არაფერს შეცვლიდა, იმიტომ, რომ არ საჩივრდება ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი.

„ეს, უბრალოდ, სააპელაციო სასამართლო იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ასე რომ ეფექტურობის თვალსაზრისით არაფერის მომცემი იყო“, - აღნიშნა გიორგი გოგიაშვილმა, რა დროსაც ლევან იოსელიანმა ჰკითხა, ადამიანურობის თვალსაზრისით თუ შეცვლიდა რამეს.

„ადამიანურობის თვალსაზრისით იმ მომენტში არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ განსხვავებული აზრი დამეწერა. ის არგუმენტები, რაც სამოტივაციო ნაწილშია, მახსოვს, რომ ინფორმაცია გვქონდა ქვეყნის, სასამართლო სისტემის მდგომარეობის შესახებ და არ იყო ასე ცალსახად, მუქ ფერებში, როგორც მთლად... ვერ გადაურჩება მოსამართლე განაწყენებულ მხარეს, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მხარე ყოველთვის გამოდის წაგებული. ყველას ჰგონია, რომ თვითონ არის მართალი. ასე, რომ მოსამართლედ იმუშაო ამდენი წელი და განაწყენებული მხარე არ დაგიგროვდეს, შეუძლებელია“, - განაცხადა გიორგი გოგიაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია