დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანის კულტურის მინისტრთან შეხვედრა გამართა

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან ანარ კარიმოვთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობას შეეხო. „ასევე, შეხვედრაზე განხილულ იქნა კულტურის სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო პერსპექტივები და ინიციატივები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ასევე აღინიშნა, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის სხვადასხვა ერთობლივი პროექტის დაგეგმვა და განხორციელება რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, კულტურის სფეროშიც მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ორ სტრატეგიულ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა