ლევან ხაბეიშვილი - ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება, როგორ ფიქრობთ, თავის თავს დაიჭერს? - ღარიბაშვილი ყოფილა ანგელოზი და დანარჩენები ვყოფილვართ ეშმაკები, ასე უნდათ, წარმოაჩინონ

გუშინდელი დღე იყო ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაგეგმილი ღონისძიება, რაც მას ხშირად გაუკეთებია - ეს არის სიგნალი, რომ არჩევნების ჩატარებას ხელისუფლება ასე აპირებს , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ „პრაიდის“ მოწინააღმდეგეების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, მომხდარში თავად ღარიბაშვილია დამნაშავე.

„ღარიბაშვილი ყოფილა ანგელოზი და დანარჩენები ვყოფილვართ ეშმაკები, ასე უნდათ, რომ წარმოაჩინონ. ღარიბაშვილმა განაცხადა, ყველა დამნაშავე დაისჯებაო - გჯერათ ანტონას ბოდვის? მთავარი დამნაშავე არის თვითონ. თქვენი აზრით, თავის თავს დაიჭერს? მთავარი დამნაშავე არის თვითონ ღარიბაშვილი. გგონიათ, ეგ სისხლის სამართლის საქმეს საკუთარ თავზე აღძრავს? ჯერ ბერასთან დაკავშირებით ხომ დაიჭირა თავის თავი - არასრულწლოვანი იყოო, მაგრამ თვითონ ხომ იყო სრულწლოვანი. ამხელა კაცი რომ ეუბნებოდა - რა მაგარი იყო ბავშვი რომ ცემე, ყოჩაღ, ბერა, რა მაგარი რაღაც გააკეთეო. ასეთი შერეკილი, შებერტყილი პრემიერ-მინისტრი გვყავს და გვგონია, რამე გვეშველება? სანამ სერიოზულად განვიხილავთ იმას, რომ ანტონ ღარიბაშვილი არის ჩვენი პრემიერ-მინისტრი და მას, შარვალ-კოსტუმიან ტიპს დაველაპარაკებით, მანამდე ვიცხოვრებთ არარეალურ სამყაროში, გიჟებში“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

რაც შეეხება იმას, რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ მოვლენებს მაშინ, როდესაც მიმდინარე პროცესები საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, ხაბეიშვილი ამბობს, რომ „ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს, რას იტყვის დასავლეთი და არავის განცხადება არ შეაწუხებს მანამ, სანამ მას და მის პინგვინებსა და ზებრას პრობლემა არ შეექმნება“.

ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო ინტერესები არ აინტერესებს, მან გუშინ მთელ მსოფლიოს დაანახა და უთხრა, ეს არის ბანძი ქვეყანა და დაანებეთ ამ ქვეყანას თავი, ამ ქვეყნისგან არაფერი გამოვა. ესაა მთავარი მესიჯი. რვა წელია ამ რიტორიკაზე ვსაუბრობთ. პირველად ბიძინა ივანიშვილი რომ წავიდა და რაღაც შეხვედრა ჰქონდა, თქვა, რომ ბანძი ერი ვართ და არავის არ უნდა ვაინტერესებდეთ. ამას ახორციელებს, რომ ჩვენ ცუდები ვართ, არაფრის მაქნისი ერი ვართ“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა