სოფიო გორგოძე გამოცდების მიმდინარეობას გორის საგამოცდო ცენტრში გაეცნო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას გორის №3 საჯარო სკოლაში გახსნილ ცენტრში დააკვირდა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს აბიტურიენტებმა ინგლისური და რუსული ენების გამოცდა ჩააბარეს. დარეგისტრირებულებიდან გამოცხადდა 92%-ზე მეტი აბიტურიენტი. დაიგვიანა ათმა გამოსაცდელმა. დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზის გამო არ გამოცხადდა 30-მდე აბიტურიენტი. ისინი საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან და გამოცდას მოგვიანებით ჩააბარებენ. დამატებითი სესია დაინიშნება იმ 80 - მდე აბიტურიენტისთვისაც, რომლებმაც ანალოგიური მიზეზის გამო ვერ შეძლეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გასვლა.

საგამოცდო პროცესი პირველ ივლისს დაიწყო და ამ დრომდე შეუფერხებლად მიმდინარეობს. გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტის ნაცვლად გამოცდაზე გასვლას სხვა პირი ცდილობდა. შესაბამისად, მან რეგისტრაცია ვერ გაიარა - აბიტურიენტი საგამოცდო პროცესს გამოეთიშა.

ხვალ აბიტურიენტები უცხოური ენების გამოცდას ისევ ორ სესიად ჩააბარებენ.

ინგლისური ენა ჩასაბარებლად 32 500-მდე აბიტურიენტმა აირჩია. გერმანულ ენას 550-მდე გამოსაცდელი, რუსულს - 2 700-მდე, ფრანგულს კი 50-ზე მეტი გამოსაცდელი აბარებს. ტესტის მაქსიმალური ქულაა 80. საგამოცდო დროის ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი.

საქართველოს მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ყველა საგამოცდო ცენტრში ზედმიწევნით სრულდება ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციები. ყოველი სესიის დასრულების შემდეგ ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

უცხოურ ენებში გამოცდას აბიტურიენტები 7 და 8 ივლისსაც ჩააბარებენ. 9 ივლისს პროცესი მათემატიკის გამოცდით გაგრძელდება.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს