პირი, რომელმაც „პალიტრანიუსის“ ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დაკავებულია, თავად ოპერატორი კი, გამოკითხვაზე იმყოფება

პირი, რომელმაც „პალიტრანიუსის“ ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დაკავებულია, თავად ოპერატორი კი, გამოკითხვაზე იმყოფება.

როგორც ტელეკომპანიის ოპერატორი, ბექა მშვილდაძე ამბობს, აგრესიულად განწყობილი მამაკაცი მედიის წარმომადგენლების მისამართით იგინებოდა, რაზეც ჰკითხა, თუ რატომ აყენებდა შეურაცხყოფას, რის შემდეგაც ხელი დაარტყა.

„აგრესიულად არიან განწყობილი. იგინებოდნენ. ვიკითხეთ, რატომ იგინებით-თქო და დაგვარტყეს. უკვე დაკავებულია“, - ამბობს ბექა მშვილდაძე.

შეგახსენებთ, რომ "პალიტრანიუსის" ოპერატორს ფიზიკურად ცოტა ხნის წინ, პარლამენტთან გაუსწორდნენ, სადაც მდუმარე აქციაა დაგეგმილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა