პარლამენტის წინ, სადაც მდუმარე აქციაა დაგეგმილი, მოქალაქეები იკრიბებიან

ამ წუთებში პარლამენტის წინ, სადაც მდუმარე აქცია უნდა დაიწყოს, მოქალაქეები იკრიბებიან.

ადგილზე უკვე მივიდნენ პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და "თბილისი პრაიდის" წარმომადგენლები.

პარლამენტის წინ შეკრებილები გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ძალადობა მათთვის მიუღებელია.

"თბილისი პრაიდის" წარმომადგენლებს მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით - "სიყვარული არის სიყვარული" , "ღმერთის სახელით ძალადობა არ არის ვაჟკაცობა".

ამასთან, ქაშუეთის ეკლესიასთან გურამ ფალავანდიშვილი საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად არის შეკრებილი და პარლამენტის შენობის წინ მდუმარე აქციას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ეს აქცია არ უნდა ჩატარდეს.

ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, ასევე დააკავეს რამდენიმე პირიც.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია