პიტერ სტანო - საქართველომ უნდა გააძლიეროს ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ, გენდერული და სექსუალური ორიენტაციის ჩათვლით და უკეთ დაიცვას LGBTIQ ჯგუფების უფლებები

საქართველოში სამოქალაქო აქტივისტებზე, უმცირესობათა წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმა მიუღებელია, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა.

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის თქმით, საქართველომ უნდა გააძლიეროს ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ, გენდერული და სექსუალური ორიენტაციის ჩათვლით და უკეთ დაიცვას LGBTIQ ჯგუფების უფლებები.

“ადამიანის მიერ გამოხატვის და შეკრების ფუნდამენტური თავისუფლების პატივისცემა და დაცვა ნებისმიერი მთავრობის ამოცანაა დემოკრატიულ ქვეყანაში, განსაკუთრებით ისეთში, რომელიც ევროკავშირთან უფრო ახლო კავშირებისთვის იღწვის. სამართალდამცავი ორგანოები პასუხისმგებელნი არიან ამ უფლებებისთვის უსაფრთხო და დაცული გარემოს უზრუნველყოფაზე, მათ შორის მედიის წარმომადგენლებისთვის. ძალადობის აქტები სწრაფად და საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული.

დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა გადის თანასწორობის პრინციპის დაცვაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით არის განმტკიცებული. საქართველომ უნდა გააძლიეროს ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ, გენდერული და სექსუალური ორიენტაციის ჩათვლით და უკეთ დაიცვას LGBTIQ ჯგუფების უფლებები. ეს პრინციპები ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის კონტექსტში”, - აღნიშნავს სტანო, რომლის განცხადებასაც ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ასევე აღნიშნულია, რომ 6 ივლისს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაიმართა დიალოგი ადამიანის უფლებების საკითხებზე, სადაც მიმდინარე მოვლენები და LGBTIQ ჯგუფების უფლებების საკითხები იქნა განხილული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს