გურამ მაჭარაშვილი - თითო მოქალაქეს თითო პოლიციელი ვერ დაუდგება, მთავარია, რომ რეაგირება სწრაფად მოხდეს და ეს ხდება

თითო მოქალაქეს თითო პოლიციელი ვერ დაუდგება, მთავარია ის, რომ რეაგირება სწრაფად მოხდეს და ეს ხდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განუცხადა, რა დროსაც "პალიტრანიუსის" ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მაჭარაშვილის თქმით, შეუძლებელია, რომ პოლიციამ ყველა ასეთი შემთხვევის პრევენცია შეძლოს.

მისივე განცხადებით, მთავარია, რომ ასეთ დროს პოლიციის ის რაოდენობა იყოს წარმოდგენილი, რომელიც ასეთ ფაქტებზე რეაგირების მოხდენას შეძლებს და მაქსიმალურად იქნება მსგავსი ინციდენტები აღკვეთილი.

"ყველა შემთხვევაში, ნებისმიერი ფორმით, ძალადობა არის მიუღებელი, ამას ჩვენ ვამბობდით ყოველთვის. დღესაც ამ პოზიციაზე ვართ. მოქალაქეთა ნებისმიერი ჯგუფის მიმართ ძალადობა არის დაუშვებელი, მით უფრო, მედიის წარმომადგენელთა მიმართ. ადეკვატური უნდა იყოს და იქნება კიდეც რეაქცია, იმ ადამიანების მიმართ, ვინც ძალა გამოიყენა. რაც შეეხება თავად აქციებს, ჩვენ სახელმწიფოში ვიცავთ გამოხატვის თავისუფლებას, მიმდინარე აქციაც, სადაც მოქალაქეები გმობენ ძალადობას, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებშია და სახელმწიფოს მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება და ყველა იმ მოქალაქეთა ჯგუფის საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა, მაგრამ აღკვეთილი იქნება ნებისმიერი ტიპის ძალადობა.

როგორ წარმოგიდგენიათ თუ არის პირობითად 1500, თუნდაც 500, 300 ადამიანი, გამორიცხულია, რომ სიტყვიერი შელაპარაკების შედეგად მათ შორის, რაიმე ტიპის ძალადობა არ მოხდეს, ამის პრევენცია ვინმემ გააკეთოს, ეს არის გამორიცხული. მთავარია იქვე იყოს პოლიციის ის რაოდენობა, რომელიც შეძლებს მაქსიმალურად მოკლე დროში აღკვეთოს ეს ძალადობა. ბუნებრივია, თითო მოქალაქეს თითო პოლიციელი ვერ დაუდგება, მთავარია ის, რომ მოხდეს რეაგირება სწრაფად და ეს ხდება,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა