გიგა ბოკერია - პუტინის რუსეთი თავის ჭაობში გვექაჩება - გუშინ გამოწვევა ესროლეს არა მხოლოდ ერთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ უმცირესობის ჯგუფს, არამედ მთელ საზოგადოებას

გუშინ გამოწვევა ესროლეს არა მხოლოდ ერთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ უმცირესობის ჯგუფს, არამედ გვესროლეს მთელ საზოგადოებას და პირდაპირ გამოგვიცხადეს - გებრძვით ყველას, ვისაც თავისუფლება უნდა ამ ქვეყანაში,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა, სადაც “მდუმარე აქცია” უნდა გაიმართოს.

ბოკერიას თქმით, პროცესი, რომელიც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს თავისუფლებისთვის ბრძოლაა.

“ეს არ არის ერთდღიანი ბრძოლა, ეს ბრძოლა დიდი ხანია გრძელდება. ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის შიგნით ადამიანების თავისუფლებისთვის. ჩვენ ვიყავით დაპყრობილები მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო საშიში, საბჭოთა ტირანიის მიერ, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს ანგრევდა და თავისუფლების მთავარი საფრთხე იყო. დღესაც საბჭოთა ტირანიის მემკვიდრე, პუტინის რუსეთი თავის ჭაობში გვექაჩება. ოღონდ უბედურება ისაა, რომ მარტო გარე მტერი კი არ გვყავს, გვყავს ქვეყნის შიგნით ჯგუფები და რაც უბედურებაა, მთავრობა, ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ძალაუფლებისთვის ღიად ალიანსშია ამ ძალებთან და უნდა, რომ ამ ჭაობში დაგვტოვოს, ოღონდ თვითონ იყოს ხელისუფლებაში. გუშინ გამოწვევა ესროლეს არა მხოლოდ ერთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ უმცირესობის ჯგუფს, არამედ მთელ საზოგადოებას და პირდაპირ გამოგვიცხადეს - გებრძვით ყველას, ვისაც თავისუფლება უნდა ამ ქვეყანაში. არ დავთმობთ ამ ქვეყნის მომავალს. მესმის, რაც ვიხილეთ მძიმე მომენტია და ამას დღევანდელი შეკრება ვერ შეცვლის, მაგრამ დღევანდელი შეკრება აუცილებელია და ბევრი შეკრება იქნება საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი”,- განაცხადა ბოკერიამ,

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა