გიგი უგულავა - გუშინ იყო გამიზნული ბრძოლა თავისუფალ მედიასთან - ეს ქვეყანა არ ჩაბარდება რუსეთს!

აქ მოვედი ჩემი ქვეყნის გამო, რომ ეს ქვეყანა არ ჩაბარდება რუსეთს - ესენი რუსები არიან, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე მდუმარე აქციაზე პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ განვითარებული მოვლენებით გამიზნული ბრძოლა იყო თავისუფალ მედიასთან.

"ეს იყო პირდაპირ გამიზნული ბრძოლა თავისუფალ მედიასთან იმიტომ, რომ გუშინ სხვა არავინ იყო, გარდა ჟურნალისტებისა. გუშინ ჟურნალისტების ცემა-ტყეპის მეტი არაფერი გვინახავს. აქ მოვედი ჩემი ქვეყნის გამო, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არ ჩაბარდება რუსეთს. ესენი რუსები არიან, ყველაფერი გაშიშვლდა გუშინ", - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან გუშინ განვითარებული მოვლენების მიმართ სოლიდარობის ნიშნად მდუმარე აქცია მიმდინარეობს. აქციის დაწყებამდე ადგილზე გამოჩნდნენ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები. ისინი აცხადებენ, რომ დაგეგმილ აქციას ჩაშლიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო