ანრი ოხანაშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესი მიმდინარეობს საქმიანად, შინაარსობრივად და ხანგრძლივად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესი მიმდინარეობს საქმიანად, შინაარსობრივად და ხანგრძლივად, - ასე შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პირველი დღე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ორ კანდიდატს - გოჩა აბუსერიძესა და გიორგი გოგიაშვილს მოუსმინეს.

გოჩა აბუსერიძეს მოსამართლედ მუშაობის 11-წლიანი გამოცდილება აქვს, ხოლო გიორგი გოგიაშვილის - 13 წელი, აქედან 4 წელი - რეზერვში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა უპასუხეს ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფების „მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტების“, ასევე, პარლამენტის უფრაქციო წევრების მიხეილ დაუშვილის და ანა ბუჩუკურის შეკითხვებს.

გასაუბრების პროცესში კითხვები, ასევე დასვეს არასაპარლამენტო სუბიექტების წარმომადგენლებმა - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, იურიდიული სამსახურის დირექტორმა და არასამთავრობო ორგანიზაციების - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „დემოკრატიის ინდექსის“ წარმომადგენლებმა.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის ინკლუზიურობა უზრუნველყოფილია, რადგან მასში მონაწილეობენ აკადემიური წრეების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პროცესს მონიტორინგს უწევს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლობა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ხვალ, 7 ივლისს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 2 კანდიდატს - ეკა ზარნაძეს და ლევან თევზაძეს მოუსმენს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა