„მდუმარე აქციის“ მონაწილეებსა და „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს შორის პოლიცია დგას

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ორი აქცია მიმდინარეობს. ერთ მხარეს, პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებისა და სამოქალაქო ჯგუფების მონაწილეობით „მდუმარე აქცია მიმდინარეობს. მეორე მხარეს - პირველი სკოლისა და ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარედ კი " თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები.

„პრაიდის“ მოწინააღმდეგეები პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეჭრას ცდილობენ, თუმცა ამის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევს."პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა არაერთხელ სცადეს პარლამენტის მიმართულებით გადაადგილება, რასაც მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. ისინი პოლიციის კორდონისა და რკინის ბარიკადების გარღვევას ცდილობენ, ასევე პარლამენტთან მყოფი აქციის მონაწილეების მიმართ ცდილობენ სხვადასხვა სახის ნივთების სროლას.

უსაფრთხოების მიზნით ადგილზე რამდენჯერმე გაიზარდა პოლიციელთა რაოდენობა. ორ კონტრაქციას შორის პოლიციელები დგანან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა