ანრი ოხანაშვილი - რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს ძალიან უხარიათ ის პროცესები, რაც მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი

რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს ძალიან უხარიათ ის პროცესები, რაც მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი, როცა სხვა არაფერი დარჩენიათ და ეს ხელს უწყობს მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომ როგორმე დესტაბილიზაცია შემოიტანონ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ძალადობა დაუშვებელია და ყველა დარღვევაზე ადეკვატური რეაგირება იქნება.

"მე ვიცი, რომ რამდენიმე პირი იქნა დაკავებული პარლამენტის შენობის წინ. შესაბამისად, ნებისმიერ პირთან დაკავშირებით რომელიც გაბედავს ძალადობას, იქნება ადეკვატური რეაგირება და იქნება დაკავებული. სამწუხაროდ, რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს ძალიან უხარიათ ის პროცესები, რაც ახლა მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე და ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი, როცა სხვა არაფერი დარჩენიათ და ეს ხელს უწყობს მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომ როგორმე დესტაბილიზაცია შემოიტანონ, მაგრამ ამის საშუალებას არავის მივცემთ, იქნება მკაცრი რეაგირება აბსოლუტურად ყველა დარღვევაზე და ძალადობრივ ქმედებაზე",- განაცხადა ოხანაშვილმა.

რაც შეეხება შს მინისტრის პარლამენტში მისვლას, როგორც ოხანაშვილი ამბობს, ამის "არავის ეშინია".

"არცერთ მინისტრს არ გაუჭირდება პასუხი გასცეს რომელიმე ოპოზიციონერი დეპუტატის შეკითხვას, მინისტრი არ არის იმ კომპეტენციის მქონე რომ გაუჭირდეს რომელიმე ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხი. ყველა იმოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის და რეგლამენტის შესაბამისად და რა თქმა უნდა, თუ რეგლამენტის პროცედურების დაცვით იქნება წარმართული ეს, არავის შეეშინდება აქ მოსვლის. დაველოდოთ, ჯერ არის პროცესები, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ მოსვლაში, შესაბამისად, თუ მოხდა დაბარება, იმსჯელებენ, კომუნიკაცია იქნება და მოვა", - განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან გუშინ განვითარებული მოვლენების მიმართ სოლიდარობის ნიშნად მდუმარე აქცია მიმდინარეობს. აქციის დაწყებამდე ადგილზე გამოჩნდნენ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები. პრაიდის მოწინააღმდეგეები ცდილობენ მდუმარე აქციაზე შეიჭრან, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს