მდუმარე აქციის მონაწილეთა ნაწილი ტერიტორიას პოლიციის დახმარებით ტოვებს

მდუმარე აქციის მონაწილეების ნაწილი ამ წუთებში რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებს.

ისინი ტერიტორიას სამართალდამცველთა დახმარებით ტოვებენ.

აქციის მონაწილეთა ნაწილმა ტერიტორიის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პრაიდის მოწინააღმდეგეებმა პოლიციის ცოცხალი ჯაჭვისა და რკინის ბარიკადების გარღვევა სცადეს. ადგილზე მიკროავტობუსები მიიყვანეს, რითაც აქციის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ტერიტორია დატოვონ.

ისინი მდუმარე აქციის მონაწილეების მისამართით პიროტექნიკას ქვებსა და სხვადასხვა სახის ნივთებს ისროდნენ.

„პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ამ დრომდე ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტის შენობის წინ შეჭრას, სადაც სოლიდარობის აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ რჩება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო