„ადვოკატთა ასოციაცია“ მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ადვოკატთა ასოციაცია“ მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს ეხმაურება.

როგორც ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული, ნებისმიერი შეკრებისა თუ მანიფესტაციის დროს განსაკუთრებით უნდა იქნას დაცული იმ ადამიანების უსაფრთხოება, რომლებიც ასრულებენ პროფესიულ მოვალეობებს.

„პატივს ვცემთ საქართველოს თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას მიუხედავად მათი შეხედულებებისა და ამასთან, ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას.

ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, პირადი ღირსება და უსაფრთხოება უმთავრესი ღირებულებებია და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მართლწესრიგის დაცვა.

ნებისმიერი შეკრებისა თუ მანიფესტაციის დროს განსაკუთრებით უნდა იქნას დაცული იმ ადამიანების უსაფრთხოება, რომლებიც ასრულებენ პროფესიულ მოვალეობებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლების, ადვოკატების და ა.შ.

ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე ძალადობა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლა დაუშვებელია და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან სათანადო და დროული რეაგირება მნიშვნელოვანია.

ამასთან, ძალადობის შედეგად დაზარალებულთა სამართლებრივი ინტერესების დაცვის საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მზადაა განახორციელოს უფასო (pro-bono) იურიდიული დახმარება, რისთვისაც ამუშავებულია ცხელი ხაზი: 577-670-941.

ჩვენს საზოგადოებას ვუსურვებთ მშვიდობასა და უსაფრთხოებას!“, - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს