„პალიტრანიუსის“ ოპერატორი, რომელსაც პარლამენტთან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, პოლიციაში გამოიკითხა

ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ოპერატორი, ბექა მშვილდაძე, რომელსაც დღეს გამართულ აქციაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, საგამოძიებო უწყებაში 2 საათზე მეტხანს იკითხებოდა.

როგორც მან გამოკითხვის შემდეგ აღნიშნა, პირი, რომელიც მას თავს დაესხა, ინციდენტის დროს სამართალდამცავებმა დააკავეს.

„საქმესთან მიმართებით, რაც მოხდა რეალურად ის ამბავი გამომკითხეს და ოქმი შეადგინეს. ვისი ბრალეულობაც იკვეთება, უკვე დაკავებულია ის პიროვნება. სახელი და გვარიც იციან და ყველაფერი. მე არ ამომიცნია, დარტყმის მომენტიშივე დააკავა პოლიციამ და მათ უკეთესად იციან, ვიდრე მე, თუ ვინ არის ეს პიროვნება. დაახლოებით 2 საათზე ცოტა მეტი ვპასუხობდი სამართალდამცავების შეკითხვებს“, - განაცხადა ბექა მშვილდაძემ.

შეგახსენებთ, "პალიტრანიუსის" ოპერატორს, ბექა მშვილდაძეს ფიზიკურად პარლამენტთან გაუსწორდნენ, ე.წ. მდუმარე აქციის დაწყებამდე.

როგორც ბექა მშვილდაძე ამბობს, აგრესიულად განწყობილი მამაკაცი მედიის წარმომადგენლების მისამართით იგინებოდა, რაზეც ჰკითხა, თუ რატომ აყენებდა შეურაცხყოფას, რის შემდეგაც მას ხელი დაარტყეს.

ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
კახა ოქრიაშვილი - ჩვენ, ქართველებს არ გვეკადრება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ერი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავს
კომპანია „აზრმა“ BDO Digital-თან თანამშრომლობით ISO 27001 სტანდარტი დანერგა
ბაზისბანკის ინვესტიციით, მესტიაში სასტუმრო „ლილეო ინნ“ გაიხსნა
სიახლე მხოლოდ „ლიბერთის“ მომხმარებლებისთვის
„შეცვალე“ – „პროკრედიტ ბანკი“ მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს