ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევ კომისიაში 11 განაცხადი შევიდა, საიდანაც გასაუბრების ეტაპზე 8 კანდიდატი გადავიდა

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევ კომისიაში 11 განაცხადი შევიდა. როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნიკოლოზ სიმონიშვილი აცხადებს, გასაუბრების ეტაპზე 11-დან 8 კანდიდატი გადავიდა.

„11 განაცხადი შემოვიდა თავმჯდომარეზე, აქედან 8 გადავიდა გასაუბრებაზე, სამს უარი ვუთხარით გადაყვანაზე, გაურკვეველი საბუთების წარმოდგენის გამო.

17 განაცხადია შემოსული წევრობაზე და აქედან ერთი ვერ გადავიდა გასაუბრებაზე (მარტო განცხადება იყო საბუთების გარეშე) და 16 გადავიდა.

კარგი ამბავი ისაა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მზადაა, გასაუბრების ლაივსტრიმი გაუშვას (სავარაუდოდ ვებ-გვერდზე) და ტექნიკურ დეტალებს ვაგვარებთ“, - აცხადებს სიმონიშვილი.

კანდიდატების ვინაობა დღეს გამოქვეყნდება და გასაუბრების ეტაპი 2 საათზე დაიწყება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს