იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს უზანაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ორ კანდიდატს მოუსმენენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს უზანაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ორ კანდიდატს მოუსმენენ.

კომიტეტის სხდომაზე დღეს ეკა ზარნაძისა და ლევან თევზაძის მოსმენა გაიმართება.

როგორც უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი საინტერესოა და ოპოზიციური პარტიების ძალისხმევა, რომ ჩრდილი მიადგეს აღნიშნულ პროცესს, ფუჭი იქნება.

„პროცესი არის უაღრესად გამჭვირვალე, საჯარო და ძალიან საინტერესო, რადგან, მიუხედავად როგორც ოპოზიციური პარტიების ბოიკოტისა, პროცესი არის ძალიან საინტერესო, კითხვები არის საფუძვლიანი. შესაბამისად, პროცესის გამძლეობა მიუთითებს მხოლოდ იმას, რომ მარტივი გასაუბრების პროცესი ეს ნამდვილად არ არის. მაგრამ მიუხედავად იმისა, როგორი საბოტაჟის რეჟიმშია რიგი ოპოზიციური პარტიები, მათი ეს ძალისხმევა, რომ ჩრდილი მიადგეს აღნიშნულ პროცესს, ფუჭი აღმოჩნდება”,- განაცხადა ღუდუშაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა