საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 38 136 ტესტი ჩატარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 136 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 650 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 486 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 392 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 372 685-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.17 ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.70%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 531 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 356 780-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 394 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 392 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 887 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 130, ქვემო ქართლი - 84, შიდა ქართლი - 62, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 33, კახეთი - 69, მცხეთა-მთიანეთი - 29, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 016 საიდანაც 3 054 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 799, აჭარაში - 152, იმერეთში - 395.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 633 პირი, მათ შორის, თბილისში - 345, აჭარაში - 35, იმერეთში -144. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 164 პირი, მათგან თბილისში - 113, აჭარაში - 6, იმერეთში - 14.

853 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 642 - თბილისში, 204- აჭარაში.

7 109 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 63, ხოლო აჭარაში - 4.

სულ 6 ოქტომბრიდან - 6 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 929 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 144 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 537, პირი, აჭარაში - 631, იმერეთში - 896.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
რა უპირატესობები აქვს სამსუნგის სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამით?
სიახლე PSP-სგან - ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ინოვაციური ბრენდი SVR უკვე საქართველოშია
გაყინული კრემიდან „თოლიას“ რეცეპტებამდე, ანუ ყველაფერი, რაც ნაყინის შესახებ უნდა იცოდე