ალუდა ღუდუშაური ევროკავშირის დროშის ჩამოხსნაზე - ვინც ამას აკეთებს, სურს, რომ ეს „ქართულ ოცნებას” დაბრალდეს - ამის ჩამდენი პირები მტრობენ „ქართულ ოცნებას“

ვინც ამას აკეთებს, სურს, რომ ეს ყველაფერი „ქართულ ოცნებას” დაბრალდეს. ამის ჩამდენი პირები მტრობენ „ქართულ ოცნებას“. ვერც ერთი ასეთი სამარცხვინო საქციელი ჩირქს ვერ მოსცხებს ვერც ქართულ სახელმწიფოს, ვერც „ქართულ ოცნებას“ - ჩვენი დასავლური სწრაფვა არის შეუქცევადი, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ, „პრაიდის” მოწინააღმდეგეთა მხრიდან პარლამენტის შენობასთან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტს.

როგორც ის აღნიშნავს, ხელისუფლება გმობს აღნიშნულ ფაქტს და თუ გარკვეული დროს გასვლის შემდეგ ეს ქმედებები რეაგირების გარეშე დარჩება, „ქართული ოცნება” კრიტიკული იქნება.

„ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციაში ჩავწერეთ ის ურყევი ნება, რომელიც გამოხატა ქართველმა ხალხმა, ეს არის ევროკავშირი და ნატო. ამიტომ ისრების გადატანის მცდელობა „ქართული ოცნებისკენ“ უსუსური მცდელობაა. ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, მიუღებელია ასეთი სამარცხვინო საქციელი და ცალკეული შემთხვევები ნამდვილად ატარებს ძალადობრივ ხასიათს. სახელმწიფოს როლი და რეაგირება გამოიხატება იმაში, რამდენად ადეკვატურია ამაზე სახელმწიფოს რეაგირება. შინაგან საქმეთა სამინისტროს და ქართველ პოლიციელებს მადლობა, რადგან ვხედავდით, როგორ ეფარებოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ჟურნალისტებს და იცავდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები ვგმობთ აღნიშნულს და მიგვაჩნია, რომ ეს არის უაღრესად სამარცხვინო საქციელი. ამავდროულად ამაზე უნდა მოხდეს კანონის შესაბამისად დროული და ადეკვატური რეაგირება. თუ გავა დრო და ეს ფაქტები რეაგირების მიღმა დარჩება, ვიქნებით კრიტიკულები და მოვითხოვთ რეაგირებას. უაღრესად სამარცხვინო საქციელია, როდესაც ათი ადამიანი თავს ესხმის ჟურნალისტს და ოპერატორს. ეს არაა ვაჟკაცობის გამოვლინება, ესაა უღირსი, მდაბიო საქციელი“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, გუშინ, მას შემდეგ, რაც პარლამენტის ტერიტორიაზე „მდუმარე აქცია“ დასრულდა და ტერიტორია „პრაიდის” მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს, მათ საკანონმდებლო ორგანოსთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო