ეკატერინე ტიკარაძე - ვგმობ ყველანაირ აგრესიას და ძალადობას ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის  მიმართ - უნდა დავფიქრდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ საით მივდივართ

აგრესია და ძალადობა არც ქართული ტრადიციაა და რა თქმა უნდა, ის ევროპული ტრადიცია ვერ იქნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროს 10 - წლიანი გეგმის წარდგენამდე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე გამოეხმაურა ბოლო დღეებში თბილისში განვითარებულ მოვლენებს და განაცხადა, რომ გმობს ყველანაირ აგრესიას და ძალადობას ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ.

„ჩვენ აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ საით მივდივართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ყველას ერთიანი მიზანი არის ევროპული ქვეყნების ოჯახის წევრობა. თითოეული მსგავსი ნაბიჯი ამ მიზანს მნიშვნელოვნად გვიმცირებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მოვნახოთ ის გზები, რომლითაც ჩვენ მოვახდენთ კომუნიკაციას ერთმანეთთან, ვისაუბრებთ ამ პრობლემატურ თემებზე და აგრესიას ვაქცევთ კონსტრუქციულ დიალოგში და ჩვენი ყველა მოქალაქის უფლება დაცული იქნება. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ აგრესია და ძალადობა არც ქართული ტრადიციაა და რა თქმა უნდა, ის ევროპული ტრადიცია ვერ იქნება“,-განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ მიმდინარე მდუმარე აქციის კონტრაქცია გამართეს. პრაიდის მოწინააღმდეგეები ისროდნენ ქვებს, კვერცხს და ბოთლებს. აგრესიულად განწყობილმა პირებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. ბოლო 2 დღეში ეს ევროკავშირის დროშის დაზიანების მეორე შემთხვევა იყო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს