ხატია დეკანოიძე - ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ივანიშვილის და საპატრიარქოს პასუხისმგებლობა

რაც ბოლო 48 საათში საქართველოში ხდებოდა, ჩვენი ქვეყნის გზაგასაყარია - ან ქვეყანას ვუთმობთ რუსეთს და ეს დაიწყო პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ან მივდივართ იქით, სადაც საქართველოს მნიშვნელოვანი და ბუნებრივი ადგილია, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები.

დეკანოიძის თქმით, ძალადობრივი ჯგუფები ხელისუფლებასთან არიან გარიგებული. მისი აზრით, ამ ყველაფრის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს.

“ეს ძალადობრივი ჯგუფები ხელისუფლებასთან გარიგებული ჯგუფები არიან, მათ შორის ანაფორას ამოფარებული ჯგუფები საპატრიარქოდანაც, ვინც ცდილობს, საქართველოდან განდევნოს ევროკავშირი და ევროპული ღირებულებები, ასევე ცდილობს, ამ ცივილიზაციას დაუპირისპიროს ბნელი ძალები. შურისძიება იყო ჟურნალისტებზე. დარწმუნებული ვარ, მათ პირდაპირ დავალება ჰქონდათ მიღებული, რომ კრიტიკულ მედიაზე და ყველა ჟურნალისტზე შური ეძიათ, ეს ჩანდა შორიდან. ეს არის უმძიმესი წერტილი სტრატეგიული პარტნიორებისთვის. ეს ყველაფერი არის ჰიბრიდული ომის ნაწილი, როგორც მოქმედებს რუსეთი, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების დახმარებით. ეს არის ის ყველაფერი, რაც არის “ქართული ოცნების” მმართველობის შედეგი. ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის და საპატრიარქოს პასუხისმგებლობა”,- განაცხადა დეკანოიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს