მეუფე იაკობი - ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს, მაგრამ მე პირად და საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ

ჩემზე ნუ დაიწყებთ ყველაფრის გადმობრალებას, თუმცა მე პასუხისმგებლობასაც არ ვგრძნობ. ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს, მაგრამ მე პირად პასუხისმგებლობას და საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

ის მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება და როგორც განმარტავს, მას ნინოწმინდის საკითხთან დაკავშირებით აქვს შეხვედრა.

„პირადი შეხვედრა მაქვს. აქციებთან დაკავშირებით არ მოვსულვარ. სასულიერო პირები ყოველთვის შემწყნარებლები ვართ. ყველაზე ცუდია რა არის იცით? ორი დღის განმავლობაში რაც მოხდა, ჟურნალისტების დარბევა სამწუხარო ფაქტია, რაც მოხდა - ვის აწყობდა ეს? ეკლესიას რომ არ აწყობდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თვითონ ვხედავათ სად და რომელ პერიმეტრებზე ვმოძრაობდი და არავის ვაძლევდი საშუალებას თქვენთან მოახლოების.

აქ ნინოწმინდის საკითხზე მაქვს შეხვედრა. ჩემზე ნუ დაიწყებთ ყველაფრის გადმობრალებას, თუმცა მე პასუხისმგებლობასაც არ ვგრძნობ. ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს, მაგრამ მე პირად პასუხისმგებლობას და საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ", -განაცხადა იაკობმა.

იხილეთ ვიდეო:"ვწუხვარ, ჟურნალისტებს რომ ასე შეგემთხვათ, მაგრამ პირად და საპატრიარქოს პასუხისმგებლობას არ ვგრძნობ მომხდარზე" - მეუფე იაკობი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო