მედიის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას - „უსაფრთხო მედიაგარემოსთვის!“ მართავენ

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ტელევიზიების წარმომადგენლები ქართული მედიის მხარდასაჭერად მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას - „უსაფრთხო მედიაგარემოსთვის!“ მართავენ.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და დროულად გამოიძიოს 5 ივლისს დაშავებული მედიის წარმომადგენლების საქმე.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ჟურნალისტმა ეკა ფირცხალავამ განაცხადა, ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა ხელისუფლების მხრიდან იყო მხარდაჭერილი.

„აქ ჟურნალისტები შევიკრიბეთ, რათა გავაპროტესტოთ ის, რაც ხდება მედიის წინააღმდეგ. არა ძალადობას. ჟურნალისტებზე მოხდა მიზანმიმართული თავდასხმა და უპირველეს ყოვლისა ცალსახაა, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან იყო მხარდაჭერილი. არ იყო ადეკვატური რეაგირება იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო ჟურნალისტების უსაფრთხოება", - განაცხადა ეკა ფირცხალავამ.

იხილეთ ვიდეო: მედიის წარმომადგენლებმა კანცელარიასთან აქცია გამართეს

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს