პრაიდის მოწინააღმდეგეების მიერ დაშავებულ „პალიტრანიუსის" ოპერატორს კლინიკიდან დღეს გაწერენ, „ტვ პირველის" და "პირველი არხის" ოპერატორების გაწერა კი სავარაუდოდ, ხვალ იგეგმება

“თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეების თავდასხმის შედეგად დაშავებულ „პალიტრანიუსის" ოპერატორს, რომა ტარუღიშვილს "ნიუ ჰოსპიტალის" კლინიკიდან დღეს გაწერენ.

როგორც „ნიუ ჰოსპიტალის" კლინიკურმა დირექტორმა გიორგი კორძახიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომა ტარუღიშვილი რეკომენდაციების შესრულებას ბინაზე გააგრძელებს.

ამასთან, დირექტორის განმარტებით, "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას და "პირველი არხის" ოპერატორის ილია თვალიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სავარაუდოდ ისინიც ხვალ ან ზეგ გაეწერებიან.

"ორ პაციენტს, რომლებსაც სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ გავწერთ, აქვს თვალის დაზიანება, ერთ-ერთს თავის ტვინის შერყევაც აღენიშნება, ამიტომ ვაკვირდებით, არაფერი განსაკუთრებული ამ ეტაპზე არ ხდება. ჩვენი მოლოდინით, ორივე პაციენტს მხედველობა 100%-ით აღუდგება", - განაცხადა კორძახიამ.

შეგახსენებთ რომ, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა, სადაც იმყოფებოდა სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი. აქციის მიმდინარეობისას არაერთი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ფიზიკურად უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა