თბილისის საქალაქო სასამართლოში, აეროპორტის ინციდენტთან დაკავშირებით, გიგი უგულავას პროცესი იმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, აეროპორტის ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიტიკოსი გიგი უგულავას პროცესი იმართება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმეში დაზარალებულად ცნობილ ძიუდოისტს, ბადრი გავაშელიშვილს დაკითხავენ.

გიგი უგულავას ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, საინტერესოა ევროპის ჩემპიონი ძიუდოისტისგან გაიგონ, თუ როგორ მოერია მას გიგი უგულავა და იქნება კითხვები, თუ რატომ გადაწყვიტა გავაშელიშვილმა, რომ „გიგი უგულავასთვის აეროპორტში ჩასაფრება მოეწყო“.

„ჩვენი ინფორმაციით, დღეს ევროპის ჩემპიონი მობრძანდება სასამართლოში და მისცემს ჩვენებას. საინტერესოა მან თავად გადმოსცეს როგორ მოერია გიგი უგულავა, როგორ სცემა მას და როგორ მიაყენა დაზიანებები. ჩვენთვის მთავარი ინტერესია გავიგოთ, როგორ მოერია ევროპის ჩემპიონს გიგი უგულავა, როგორ მოახერხა ეს ევროპის ჩემპიონმა, რომ გიგი უგულავა მოერია და სცემა მას.

რა თქმა უნდა, იქნება კითხვები თუ რატომ გადაწყვიტა მან, რომ აეროპორტში ჩასაფრება მოეწყო გიგი უგულავასთვის, რატომ უთვალთვალებდნენ და ცდილობდნენ პროვოკაცია მოეწყოთ. საინტერესოა ვინ დაავალა ეს ყველაფერი და ვისი მითითებით აცემინა თავი გიგი უგულავას”,- აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან.

იხილეთ ვიდეო: თბილისის საქალაქო სასამართლოში, აეროპორტის ინციდენტთან დაკავშირებით, გიგი უგულავას პროცესი იმართება

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო